Thursday, July 22, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელი
ბუნება
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ბუნებაზე ფლორასა და ფაუნაზე
პროექტის სრული აღწერა
ეს სასწავლო პროექტი მნიშვნელოვანია იმით რომ იგი ხელს შეუწყობს ცოდნისა და უნარ ჩვევების დაუფლებაში ,რათქმაუნდა ეს პროექტი შეეხება ცხოვრებისეულ პრობლემებს და ღირებულებებს. პროექტის მთავარი მიზანია რეალური და მყარი წარმოდგენა შეექმნათ ბუნებაზე და მის მნიშვნელობაზე,თუ რა დიდი როლი უჭირავს მას ადამიანის ცხოვრებაში
მოსწავლეებს დავყოფ 3 ჯგუფად. ერთი ჯგუფი იმუშავებს და ინფორმაციას მოიძიებს ზოგადად ბუნებაზე, რომლებიც გამოიყენებენ სასკოლო სახელმძრვანელოებს და წარმომიდგენენ ტექსტების სახით.მეორე ჯგუფი იმუშავებს ფლორაზე შეაგროვებენ ყველა მონაცემს და გადაიღებენ სურათებს. მესამე ჯგუფი კი ფაუნაზე აგრეთვე სურათებით ან ჩანაწერებით. ჩავატარებ ექსკურსიას ნაკრძალში სადაც მოსწავლეები გაეცნობიან ,ბუნებას ნახავენ გაჩეხილ და დანაგვიანებულს .აგრეთვე გაეცნობიან მცენარეებს , ნახავენ გადაშენებულ ცხოველებს და ფრინველებს.ამის შემდეგ ჩამოვაყალიბებ ბუნების დაცვის პრგრამას, სადაც გაერთიანდება დაწყებითი კლასების ყველა მოსწავლე.ამის შემდეგ კომპიუტერის საშუალებით ვაჩვენებ ვიდეო მასალას ზოგადად ბუნებაზე მასში შემავალ ყველა მნიშვნელოვან ფაქტორზე და დაუსახელებ შესაძლო წყაროებს და ისინი თვითონ მოიძიებენ ინფორმაციას.
მონაწილეთა ასაკი
7 წლის
ვადები ხანგძლივობა
1 თვეს
პროექტის შესაძლო აქტივობები
მითითებული წყაროებიდან ,ლიტერატურიდან ინფორმაციის მოძიება,ინტერნეტში მოძიება მასწავლებლის დახმარებით ,ჯგუფებს შორის თანამშრომლობა და თვალსაჩინოებები თემასთან დაკავშირებით. დისკუსია ჯგუფებს შორის.
მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას
სამივე ჯგუფის მოწვდილი ინფორმაცია, რა სახისაც იქნება,მაგ,სურათები,ტექსტები,ვიდეოები ყველაფერს განვათავსებ ბლოგზე.
სარგებელი სხვებისთვის
ბლოგზე განთავსებულ ინფორმაციას ნახავს უამრავი ადამიანი და თვითონაც შეუძლიათ განახორციელონ მსგავსი პროექტები. შეგვიძლია ეს პროექტი ერთობლივად განვახორციელოთ სასკოლო მაშტაბით და სკოლის ყველა მოსწავლისათვის იქნება მნიშვნელოვანი. შეგვიძლია ჩავრთოთ ბუნების დაცვის პროგრამაში რომელიც უკვე შექმნილი გვექნება.
სამუშაო ენა
ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან
არ გვყავს
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირიეს პროექტი არის სასწავლო და კავშირი აქვს როგორც ბიოლოგიასთან ,გეოგრაფიასთან ასევე ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, რომელიც გამოიხატება შემდეგში ; ბიოლოგიასთან რომელიც შეისწავლის მცენარეს და მის აგებულებას,მთლიანად ბუნებას ეხება. გეოგრაფიასთან ამა თუ იმ ტყის, ნაკრძალის მდებარეობა და ა.შ.
პროექტის ავტორი
იამზე დუმბაძე
ავტორის ელ. ფოსტა
iamzedumbadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
iamzedumbadze55.blogspot.com